შინაგან საქმეთა სამინისტრო ესპანეთის ეროვნული პოლიციის დელეგაციას მასპინძლობს, რომელსაც ესპანეთის კრიმინალური პოლიციის გენერალური კომისარი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და გეგმები.
ქართულმა მხარემ, სტუმრებს სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა, რომლებიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.