კახეთის რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე უკანონო მიერთებები გამოვლინდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ რამდენიმე კომერციული ობიექტი წყალს კანონდარღვევით მოიხმარდა.
კომპანიის განცხადებით, მსგავსი ფაქტები იწვევს წყლის დანაკარგებს, ამცირებს ქსელში წნევას და საფრთხეს უქმნის სასმელი წყლის ხარისხს.
დარღვევის აღმოსაფხვრელად ობიექტებს მიეცათ ვადა კანონიერ რეგისტრაციაზე გადასასვლელად. მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, კომპანიამ წყალმომარაგების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებაში აცხადებენ, რომ უკანონო მიერთებების გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.