ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 8 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირებას ახორციელებს.
პროექტის დეტალები, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ადგილზე განიხილა. ასევე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია "სტუდია 9"-ს ოფისში, სადაც რუსთავის მერს და პარლამენტარებს, საპროექტო კვლევის შედეგები წარუდგინეს.