03 აგვისტო 2026,   15:02
ვრცლად
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, იანვარში, სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 28 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 112 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს "საქმიან ეზოებში" დასაწყობდა.

"ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 4 - ქვემო ქართლის, 10 - კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 2- გურიის, 5 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 2 - შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი და 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო კახეთის რეგიონში.

სამართალდარღვევიბიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 3 ფაქტი, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში", - აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დღის ამბები