შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული დ.ყ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
"პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში ქვეითად გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 30 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია საბრძოლო ვაზნები", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.