15 აგვისტო 2026,   05:21
ვრცლად
"საბოლოო ჯამში, მივიღებთ არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენი ვარაუდით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ლიდერ უნივერსიტეტს" - ზვიად გაბისონია

"მათი გამოცდილება ერთ დიდ ფლაგმან უნივერსიტეტს ძალიან გააძლიერებს და საბოლოო ჯამში, მივიღებთ არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენი ვარაუდით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ლიდერ უნივერსიტეტს" - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია საუბრობს.

ზვიად გაბისონია ამბობს, რომ მსგავსი ტიპის რეფორმა 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა, შესაბამისად, დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შვიდი გამოწვევა, რაც მითითებულია კონცეფციაში, დაძლეულ იქნას.

"ასეთი ტიპის რეფორმა 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა და შესაბამისად, მისი აღსრულების ეტაპი დადგა და ამიტომ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შვიდი გამოწვევა, რაც მითითებულია კონცეფციაში, დაძლეულ იქნას. შესაბამისად, არის გარკვეული ტიპის საკადრო საკითხები, ინფრასტრუქტურული საკითხები, ასევე ინსტიტუციური საკითხები, რომლებიც აუცილებელია, რომ რეფორმის დროს იქნას გათვალისწინებული და ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება გახლავთ სამინისტროს მიერ გაჟღერებული, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების იდეა, რაც საშუალებას მოგვცემს, აღნიშნული უნივერსიტეტი კიდევ უფრო გაძლიერდეს, დაემატოს ტექნიკურ-ტექნოლოგიური სკოლის მიმართულება, რომელიც ძალიან ძლიერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მათ აქვთ უზარმაზარი ისტორიული გამოცდილება, ჰყავთ პროფესიონალი კადრები. შესაბამისად, მათი გამოცდილება ერთ დიდ ფლაგმან უნივერსიტეტს ძალიან გააძლიერებს და საბოლოო ჯამში მივიღებთ არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენი ვარაუდით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ლიდერ უნივერსიტეტს," - აცხადებს ზვიად გაბისონია.

დღის ამბები