10 აგვისტო 2026,   10:35
ვრცლად
"ტრამპმა რამდენიც არ უნდა უარყოს, ბოლო კვლევები, ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი და თავად ტრამპი რეიტინგს კარგავენ საიმიგრაციო საკითხის გამო" - სალომე ზურაბიშვილის შვილი, ქეთევან გორჯესტანი

"დონალდ ტრამპმა რამდენჯერაც არ უნდა უარყოს, ის რეიტინგს კარგავს საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით გამოჩენილი სისასტიკის გამო" - ეს განცხადება ქეთევან გორჯესტანმა "France 24-ის" ეთერში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის შვილი მიიჩნევს, რომ შტატების 47-ე პრეზიდენტი და მისი გუნდი ამერიკელი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, თუმცა, ამ საკითხზე აპელირების დროს გორჯესტანი იმასაც აღნიშნავს, რომ, არც სენატში და არც კონგრესში ამაზე უმეტესობა არ საუბრობს. 

"დონალდ ტრამპმა რამდენიც არ უნდა უარყოს ბოლო კვლევები ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი და თავად ტრამპი რეიტინგს კარგავენ საიმიგრაციო საკითხზე, იმ ტაქტიკისა და სისასტიკის გამო, რომლითაც ისინი საიმიგრაციო და დეპორტაციის პოლიტიკას ატარებენ. ბევრი "რესპუბლიკელი" ფიქრობს ასე, თუმცა ყველა არ ამბობს ამას ასე ღიად. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმეა, ვინც საჯაროდ საუბრობს, მაგრამ კულუარებში ჩანს, რომ ისინი, ვინც წლის ბოლოს შუალედური არჩევნებისთვის კამპანიას იწყებენ, ხვდებიან: იმიგრაციის საკითხზე, რომელიც ტრამპისა და პარტიის მთავარი კოზირი იყო, მათ საკუთარი ამომრჩეველიც კი აკრიტიკებს," - აღნიშნა ჟურნალისტმა ქეთევან გორჯესტანმა.

დღის ამბები