03 აგვისტო 2026,   19:23
ვრცლად
პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2003 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ბრალდებულსა და 1971 წელს დაბადებულ გ.გ.-ს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აღნიშნული დაპირისპირების დროს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო გ.გ.-მ., რომელიც შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები