"უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის შემცირების მიმართულებით, არა ერთი რეფორმა არის დაინიცირებული, რამაც საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე საუბრობს.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთნიშნა დონემდე გაუმჯობესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა.
"ბოლო წლების განმავლობაში, უმუშევრობის შემცირების მნიშვნელოვანი ტენდენციები ფიქსირდება. კერძოდ, 2024 წლის მაჩვენებლებით, უმუშევრობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. რა თქმა უნდა, უმუშევრობის შემცირებას ხელს უწყობს ის ეკონომიკური ტენდენციები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდებოდა. ჩვენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ხშირად ვსაუბრობთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის შემცირების მიმართულებით, არა ერთი რეფორმა არის დაინიცირებული, რამაც საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება," - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
განახლებული შეფასებით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 10.2 პროცენტამდე გაუმჯობესდა, 2023 წელს 9.6 პროცენტი გახდა, 2024 წლიდან კი 8 პროცენტს გაუთანაბრდა. ირკვევა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010-2012 წლებში იყო და 20 პროცენტს შეადგენდა.