ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის, დაჯგუფების ლიდერი, დღეს სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. მოსამართლემ დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.
გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფება თბილისსა და რეგიონებში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდა და მოპარულ პროდუქტს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდა.
დაკავებულთა შორის ორი არასრულწლოვანია, ასევე, არიან ის მოვაჭრეებიც, რომლებიც ნაქურდალს იბარებდნენ. დანაშაული 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.