03 აგვისტო 2026,   13:40
ვრცლად
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

"გაცნობებთ, რომ გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მის საფუძველზე, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ქ. ბათუმში მდებარე 16 081 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი, რომლებიც უკვე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად," - აღნიშნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

დღის ამბები