დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპის განცხადებები შეფასებების საგანია, მათ შორის, გრენლანდიის შეერთებული შტატებისთვის მიერთების საკითხი და ევროპის სახელმწიფოებისთვის სავაჭრო ტარიფების დაწესების გადაწყვეტილების გაუქმება.
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, გრენლანდიის საკითხი, შტატებსა და NATO-ელ მოკავშირეებს შორის დახურულ კარს მიღმა განიხილება.
"ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტთან ერთმნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ - მან სწორად აღნიშნა, რომ არქტიკის რეგიონის დაცვა ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს კონსულტაციებს გრენლანდიასთან და დანიასთან იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ვერ მოიპოვონ ეკონომიკური და სამხედრო გავლენა გრენლანდიაზე. ეს ძალიან კარგი შედეგია. წინ ბევრი სამუშაო გველის და ამას ეტაპობრივად შევასრულებთ", - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა, მარკ რუტემ.