19 ივნისი 2026,   08:42
ვრცლად
ემანუელ მაკრონი: ამერიკის "კონკურენცია" მდგომარეობს ევროპის დასუსტებასა და დამორჩილებაში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დავოსში შეერთებული შტატების "კონკურენცია" დაგმო, რომელიც, მისი თქმით, ევროპის "შესუსტებასა და დამორჩილებას“ ისახავს მიზნად.

ნებისმიერი „ახალი კოლონიური მიდგომის“ უარყოფით, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა საფრანგეთს და ევროკავშირს, გააძლიერონ თავიანთი სუვერენიტეტი და ავტონომია. ამასთან, მხარი დაუჭირა ეფექტურ მრავალმხრივ თანამშრომლობას, მაგალითად კი გრენლანდიაში ჩატარებულ წვრთნებში საფრანგეთის მონაწილეობა მოიყვანა.

"ევროპამ უნდა გამოიყენოს თავისი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები, როდესაც მას უპატივცემულოდ ექცევიან", - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით ახსენა ევროკავშირის „საპირისპირო იძულების ინსტრუმენტი“, რომელსაც სავაჭრო ომის შემთხვევაში "ბაზუკა" უწოდა.

დღის ამბები