ქვემო ქართლის რეგიონში უკვე ორი დღეა ინტენსიური თოვაა, რამაც მუნიციპალიტეტებში გადაადგილებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით გარკვეული სირთულეები შექმნა. შექმნილ ვითარებაზე დროული რეაგირების მიზნით, ადგილზე ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, მათ შორის მაღალმთიან სოფლებშიც.
ძლიერმა თოვლმა რიგ მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, რის გამოც შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
რეგიონში მუშაობს 40 ერთეული სპეცტექნიკა.