15 აგვისტო 2026,   01:41
ვრცლად
კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია - ახალი რეიტინგი ევროკომისიამ გამოაქვეყნა

კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. ახალი რეიტინგი ევროკომისიამ გამოაქვეყნა. შეფასების 65 პროცენტით ქვეყანა კორუფციის არარსებობით, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს უსწრებს. მათ შორისაა იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, მალტა და მონტენეგრო. საქართველო ლიდერია ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების გეგმაა, ქვეყანა ევროპის საუკეთესო სამეულში შევიდეს.

კორუფციისგან თავისუფლება რომ ბიზნესგარემოზე გავლენას ახდებს, საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ ახალი რეიტინგი საქართველოში საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს.

საერთაშორისო რეიტინგებს არ ენდობა ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი რეალობას არ ასახავს.

ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, მეორეზე კი მოლდოვა.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე "ქართულ ოცნებაში" აქვთ კითხვა - თუ ქვეყანა არაერთი მიმართულებით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ლიდერია, რატომ ისმის მუდმივი კრიტიკა ევროპისგან სწორედ საქართველოს მისამართით.

ბოლო მონაცემებით ევროპაში კორუფციის სიმცირით დანია და ნორვეგია ლიდერობს.ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

დღის ამბები