ქართული ღვინო და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდა - ღვინის ეროვნული სააგენტო მონაცემებს აჯამებს.
2025 წელს ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში 60-მდე გამოფენასა და ფესტივალზე.
უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდა ღვინის 18 ტური. ადგილობრივ ბაზარზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართა 32 ღონისძიება.