19 ივნისი 2026,   08:49
ვრცლად
Abcnews: ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულია 544 ადამიანი

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა საინფორმაციო სააგენტო HRANA-ს მიერ, კვირას შეგროვებული მონაცემების თანახმად, ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 544-მდე გაიზარდა.

HRANA-ს ცნობით, დაკავებულია სულ მცირე 10 681 ადამიანი. აქტივისტების თქმით, საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას გაიმართა, მათ შორის, 186 ქალაქში და ყველა 31 პროვინციაში.

ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათ ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება არ შეუძლიათ.

 

დღის ამბები