აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შტატებმა ვენესუელა, შესაძლოა, წლების განმავლობაში მართოს, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "ნიუ იორკ თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ აღვადგენთ ვენესუელას სარგებლის მომტანი გზით. გამოვიყენებთ ნავთობს და მოვიპოვებთ მას. ჩვენ შევამცირებთ ფასს ნავთობზე და ფულს მივცემთ ვენესუელას, რომელიც ქვეყანას უკიდურესად სჭირდება", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.