03 აგვისტო 2026,   10:30
ვრცლად
ფოთში საშობაო მსვლელობა მოეწყო

ფოთში საშობაო მსვლელობა მოეწყო. შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს. მოქალაქეებთან და სასულიერო პირებთან ერთად, ალილოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა.

"დღეს არის ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაული. ვულოცავ ყველა ფოთელს, ჩვენი ეპარქიის შვილს, სრულიად საქართველოს. ვისურვებ, რომ თითოეული ჩვენგანის სულებში შობილიყოს ქრისტე, კიდევ მეტად შეხებოდეს საღვთო მადლი თითოეულ ჩვენგანის გულს და რასაც ჩვენი კიდევ მეტად გაკეთილშობილება მოჰყოლოდეს“, - აცხადებს მამა ამბროსი (ხელაია).

დღის ამბები