18 ივნისი 2026,   22:42
ვრცლად
"აშშ მართლაც თუ დააწესებს სანქციებს, ეს თუ სიმართლეა და მატერიალიზდება, იქნება მიუღებელი და აუტანელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში" – პარიზის სასამართლოს თავმჯდომარე

პარიზის სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ფრანგი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელი ჩარევა იქნება.

გერმანულმა გამოცემა "შპიგელმა" გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, სანქციები დაუწესოს იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 2025 წლის გაზაფხულზე ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი, მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნეს და ხუთი წლით აუკრძალეს პოლიტიკური თანამდებობის დაკავება.

ამგვარად, ლე პენს, ფაქტობრივად, არ ექნება საშუალება, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

"აშშ მართლაც თუ დააწესებს სანქციებს, ეს თუ სიმართლეა და მატერიალიზდება, იქნება მიუღებელი და აუტანელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში", – განაცხადა პარიზის სასამართლოს თავმჯდომარემ.

 

დღის ამბები