10 აგვისტო 2026,   21:03
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია. ინფორმაცია "კურიერს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ის 23 დეკემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მტკიცებით, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები