რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ გარკვეული სახის შეფერხებები შექმნა.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდისა და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში - ცაგერსა და ლენტეხში. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ამბროლაურისა და ონის მხოლოდ ქალაქის ნაწილში, რჩება სოფლები, სადაც აქტიურად მუშაობენ ჯგუფები.