15 აგვისტო 2026,   03:05
ვრცლად
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - 8 კორპუსს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება

წინასაახალწლო პერიოდში, რუსთავში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე.

პროექტი მოიცავს ფასადებისა და აივნების სრულ რესტავრაციას, დეკორატიული განათების, მოაჯირებისა და ახალი კარ-ფანჯრების მოწყობას. სულ მალე კი რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპიც დაიწყება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ 8 კორპუსს ჩაუტარდება გამაგრებითი სამუშაოები. 

"რუსთავში ერთ-ერთი ძველი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ვაგრძელებთ. მესამე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ძალიან მალე დაიწყება მეოთხე და მეხუთე ეტაპი, რომელიც ამ ქუჩაზე 8 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გულისხმობს. ყველაზე მთავარია, რომ კორპუსებს ჩაუტარდება გამაგრებითი სამუშაოები, ასევე მოწესრიგდება იერსახე," - აცხადებს ლაცაბიძე. 

დღის ამბები