ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ბაჩო ახალაიას მხრიდან ამ პროცესების ხელმძღვანელობას კვლავ აფასებენ მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი აბსურდია.
სასამართლომ ბაჩო ახალაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამოქმედო სქემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა - გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ოთხი ოქტომბრის ძალადობრივ პროცესებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა.
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას მძიმე სასამართლო პროცესები ელით.
"ვიდეოჩანაწერებით დავინახეთ, რომ დამხობის ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისეთ ნაბიჯებს დგამდნენ, არაფერია მათგან გასაკვირი. დაიწყეს ახლა პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, ვურჩევდი, რომ უფრო სერიოზულ თემაზე გადავიდნენ, რადგან, ასეთი მყარი მტკიცებულებების შედეგად, ძალიან მძიმე სასამართლო პროცესები ელით და სჯობს, ამისთვის მოემზადონ,"- აცხადებს რურუა.