ფლორიდაში ვოლოდიმირ ზელენსკსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ზელენსკი მადლობას უხდის ტრამპს მასპინძლობისთვის და ამბობს, რომ იმედოვნებს, მოლაპარაკებები "რაც შეიძლება სწრაფად მოიტანს მშვიდობას".
კითხვაზე, რატომ სურდა ფლორიდაში ჩასვლა ტრამპთან შესახვედრად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის გუნდებმა იმუშავეს 20-პუნქტიან გეგმაზე და დღევანდელი შეხვედრა ამ გეგმის წინ წაწევის სტრატეგიების განხილვას ეძღვნება.
კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ შესაძლებელი იქნება ტერიტორიული დათმობები, ზელენსკი თავს იკავებს კონკრეტული პასუხისგან და ამბობს, რომ ეს საკითხი დღეს განიხილება.