ფლორიდაში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკი შორის მოლაპარაკებები იწყება. შეხვედრის დაწყებამდე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა მედიის კითხვებს უპასუხეს, რის შემდეგაც მათ სავახშმო დარბაზში გადაინაცვლეს.
შეხვედრა დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიმდინარეობს. მოლაპარაკება და შეხვედრა დახურულ კარს მიღმა უნდა გამართულიყო, თუმცა სავარაუდოდ მოლაპარაკება საჯაროდ, პირდაპირ ეთერში წარიმართება.
ზელენსკისთან შეხვედრამდე ტრამპი ტელეფონით ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. როგორც მან მოლაპარაკების დაწყებამდე აღნიშნა, მათ "დედლაინები არ აქვს. მთავარი დედლაინი ომის დასრულებაა".