კალენდარზე წლის ბოლო დღეების ათვლა დაწყებულია - ქვეყანა სადღესასწაულო განწყობამ უკვე მოიცვა. ახალი წლის ტრადიციად იქცა კონცერტების სერიაც, რომელიც დათოვლილი მთებიდან შავი ზღვის სანაპირომდე ყველა ქალაქსა თუ სოფელს აერთიანებს.
განსაკუთრებული ხალხმრავლობაა წალენჯიხაში, სადაც საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით, საახალწლო კონცერტი იმართება.
საახალწლო ღონისძიებები საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს აერთიანებს.