03 აგვისტო 2026,   18:17
ვრცლად
სოლომონ პავლიაშვილი გურიაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს გაეცნო და ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტი დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გურიაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს გაეცნო და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურში მდებარე ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტი დაათვალიერა.

მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე.

სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობისთვის მყარი ნარჩენების მართვის კომპანია სპეციალურ ტექნიკას ფლობს, მათ შორის, ქვიშის საცრელ მანქანებს, ტრაქტორებს და თვლიან მისაბმელებს. ტერიტორიის დასუფთავებაზე, ყოველდღიურად, კომპანიის 109 თანამშრომელი ზრუნავს, ხოლო ზაფხულში, აქტიურ ტურისტულ სეზონზე - 200-ზე მეტი.

სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავასთან და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროს ჯემალ ბაკაშიძესთან ერთად, სოფელ ცეცხლაურში მდებარე ნარჩენების განთავსების თანამედროვე სტანდარტის ობიექტზეც იმყოფებოდა.

დღის ამბები