საგარეჯოს ცენტრალურ მოედანზე, ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ასევე, ქალაქის ქუჩები განათდა საახალწლო ილუმინაციებით.
ნაძვის ხე მუნიციპალიტეტის მერმა ბავშვებთან ერთად აანთო. მან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა. ჩატარდა საახალწლო კონცერტიც.