ილონა გურგულია, გოგი ცაბაძე - ქართველი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების კომპოზიციები საქართველოს ხმის 7-მა მონაწილემ თავიანთი ვერსიით შეასრულა.
LIVE-კონცერტზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სიმღერები ცოცხალი მუსიკის თანხლებით შესრულდა. თითოეულმა გამომსვლელმა დარბაზში აპლოდისმენტები და მაყურებლის განსაკუთრებული აქტიურობა დაიმსახურა.
დათუნა მესტვირიშვილს კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის სიმღერამ "არ ამაღო მე ხელი" მეოთხედ ლიდერის ტიტული შეინარჩუნა. მეოთხე ლაივ შოუ ძლიერი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა.
დათუნა მესტვირიშვილს რამდენიმე ხმით გიორგი ლაფაჩიშვილი ჩამორჩებოდა. წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, პროექტს ყველაზე ნაკლები ხმით ბარბარე ქოქაშვილი გამოეთიშა.
მეგაპროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, ქეთი გაბისიანის ოქროს ღილაკის მფლობელი გიორგი ფრუიძეა. 23 წლის კონკურსანტმა სერგი გვარჯალაძის "Artificial Love" შეასრულა. მისი ნომერი საუკეთესო გამოსვლად ჟიურიმ ერთხმად აღიარა. საკუთარი პოზიცია გაიმყარა პროექტში დარჩენილმა კიდევ ერთმა ოქროს ღილაკის მფლობელმა ნიკოლოზ ნაცვლიშვილმა.
კონცერტის განმავლობაში ჟიურის წევრებმა კონკურსანტებს არა მხოლოდ დადებითი შეფასებები, არამედ პროფესიული შენიშვნებიც გაუზიარეს, რაც, მათი თქმით, მომდევნო დაძაბული ეტაპისთვის უკეთ მომზადების საფუძველი გახდება.
მეგაპროექტი დასკვნით ფაზაში გადადის. მუსიკალური ბრძოლა გამარჯვებისთვის გრძელდება. წინ ნახევარფინალია. 30 დეკემბერს პროექტს არა ერთი, არამედ სამი მონაწილე დატოვებს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი