03 აგვისტო 2026,   10:47
ვრცლად
მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა, თუ როგორ ვითარდება როგორც გარემოს დაცვის მიმართულება, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულება, გაგვეცნო ის ძირითადი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს - დავით სონღულაშვილი

ელჩების კონფერენციის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების თემაზე სამუშაო სესია გაიმართა. "ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში". სამუშაო სესიაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა, მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრები. ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ხაზი გაესვა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად ათვისების და "შუა დერეფნის" მნიშვნელობას.

"მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა, თუ როგორ ვითარდება როგორც გარემოს დაცვის მიმართულება, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულება, გაგვეცნო ის ძირითადი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს. ღვინო რჩება ერთ-ერთ ძირითად პროდუქტად, რომელიც არის ღერძი ჩვენი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის და სხვა დანარჩენი პროდუქტებიც, რომელიც არის შესაძლებელი სხვადასხვა რეგიონის და ქვეყნების მიხედვით შევთავაზოთ ქვეყნებს, რომელიც იძლევა ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას", - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

დღის ამბები