ახალციხეში კალათბურთის გუნდი და ბავშვთა საკალათბურთო აკადემია შეიქმნა. ხელი მოეწერა მემორანდუმსაც, რომლის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტში კალათბურთის სპორტის სისტემური განვითარება, ბავშვთა და მოზარდთა შორის სპორტული აქტივობების ხელშეწყობა და ახალი თაობის ჩართულობის გაზრდა. ბავშვთა საკალათბურთო აკადემიაში სწავლა მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან კალათბურთით დაინტერესებულ მოზარდებს შეეძლებათ. აკადემია მსურველების მიღებას იანვრიდან დაიწყებს და სწავლა უფასო იქნება.