ადმინისტრაციული გამჭვირვალობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. ახალი ანგარიში ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა გამოაქვეყნა. რეიტინგი, რომელიც ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას მოიცავს, ევროკავშირის დაკვეთით მომზადდა. საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერების გამჭვირვალობის შეფასების 10 ბალიანი სისტემით საქართველომ ათივე ქულა მიიღო.
რეიტინგში საქართველო ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოს უთანაბრდება და დანარჩენ ყველა ქვეყანას უსწრებს. ანგარიშში წერია, რომ ადმინისტრაციული გამჭვირვალობით ევროპაში თანაბარი შეფასებით, ბოლო პოზიციაზე უკრაინა, გერმანია და ირლანდიაა. დოკუმენტში ევროპის ქვეყნებში კორუფციის მიზეზებსა და ტენდენციებზეა საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილს ისეთ ქვეყნებთან ინაწილებს, როგორებიცაა - ესტონეთი, საფრანგეთი და სლოვენია. მთავრობის ეკონომიკური გუნდი რეიტინგს გამჭვირვალობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას უკავშირებს.
ადმინისტრაციული გამჭვირვალობის ინდიკატორს, ძირითადად, საჯარო მეთვალყურეობა, ორგანიზაციების საკუთრების მონაცემები, საჯარო კონტრაქტები და აუდიტირებული დასკვნების გამოქვეყნება წარმოადგენს.