ონში, საახალწლო ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე გაიმართა. აინთო ქალაქის მთავარი ნახვის ხეც. საღამო გალაკონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართული ესტრადის ცნობილი ჯგუფები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ქალაქში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.