15 აგვისტო 2026,   06:53
ვრცლად
"არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად არ არიან სამოქალაქო ორგანიზაციები, ისინი ასრულებენ Deep state-ის დავალებებს" - გურამ მაჭარაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციებს შტატების ახალი ადმინისტრაცია ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად აცხადებს. განცხადება დღეს ილონ მასკმა გაავრცელა.

"არასამთავრობო ორგანიზაციების ამბავი ნამდვილი კოშმარია და ეს არასწორი სახელწოდებაა, რადგან თუ თქვენ გაქვთ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენ უბრალოდ მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხართ. ეს ოქსიმორონია. ეს არის ერთ-ერთი ყელაზე დიდი თაღლითობა, რაც კი ოდესმე მომხდარა," - წერს ილონ მასკი

განცხადება გაავრცელა ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც, რომელმაც USAID-ის დახურვის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ საგარეო დახმარების ახალი ეპოქა ექსტრემისტულ იდეოლოგიურ პროექტებს აღმოფხვრის, რომელთა სუბსიდირებას, ამერიკელ ხალხს წინა ადმინისტრაციები აიძულებდნენ.

აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, ამაზე მათი მხრიდანაც აქამდეც არაერთხელ ყოფილა საუბარი.

"არაერთხელ გვითქვამს ჩვენ და ეს დადასტურებულა ამერიკის პრეზიდენტის, ასევე, ილონ მასკის განცხადებებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად არ არიან სამოქალაქო ორგანიზაციები, ისინი ასრულებენ Deep state-ის დავალებებს. მასკის ეს განცხადება მორგი ჯერზე არის იმის დასტური, რომ თავიდან ბოლომდე ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორის ეს მოცემულობა არის შექმნილი იმისთვის, რომ მოატყუონ საზოგადოება, სხვადასხვა სახელმწიფოებში უკანონოდ შეცვალონ ხელისუფლებები და ამას ადასტურებს ილონ მასკის განცხადება," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები