რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა - პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ. აქამდე კი მათ შესაბამისი სერვისისთვის დედაქალაქში წასვლა უწევდათ.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელების განცხადებით, პაციენტებს, მომსახურებას თბილისიდან მიწვეული, მაღალ-კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს.