საფრანგეთის პრეზიდენტის შეთავაზების ადრესატები უკრაინის ხელისუფლება და ევროპელი ლიდერები არიან. რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი სასარგებლო იქნება.
საფრანგეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან კომუნიკაციის განახლება შუამავლების გარეშეც უნდა იყოს შესაძლებელი და ევროპელებმა და უკრაინელებმა დისკუსიისთვის სათანადო ფორმა უნდა იპოვონ.
საქართველოში ემანუელ მაკრონის შეცვლილი პოზიცია არ გაჰკვირვებიათ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საბოლოოდ ყველა ქვეყანა გადამწყვეტ დროს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და გამონაკლისი არც რუსეთ-უკრაინის ომია. რუსეთთან ურთიერთობის სარგებელზე საუბარმა, ოფიციალურ თბილისს, 2008 წელი და საომარი მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე თვეში ამერიკასა და რუსეთს შორის გადატვირთული ურთიერთობები გაახსენა.
საფრანგეთის პრეზიდენტის იდეა ოპოზიციისთვის მიუღებელია, თუმცა ემანუელ მაკრონის ღია და მწვავე კრიტიკისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ პუტინთან საუბარი უშედეგო აღმოჩნდება და ემანუელ მაკრონის იდეა გასაზიარებელი, მხოლოდ მაშინ იქნება თუ რუსეთში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება.
მოსკოვისგან დისტანცირების და მისგან გამიჯვნისკენ მოწოდების პარალელურად, ევროპა რუსეთთან არაერთი მიმართულებით თანამშრომლობს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამაზე არაერთი კვლევაა მომზადებული და დადასტურებულია, რომ უკრაინაში ომის პარალელურად, ევროკავშირის ქვეყნები გაცილებით ბევრ ფინანსურ სარგებელს იღებენ რუსეთთან ვაჭრობით, ვიდრე ომში მყოფ უკრაინას ეხმარებიან. პრეზიდენტის გააცხებინეთ კი, მაკრონის ინიციატივა ევროპულიბიუროკრატიის კრიზისის ნიშანია.
რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის განახლების სურვილზე ემანუელ მაკრონმა გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.