18 აგვისტო 2026,   07:12
ვრცლად
"შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რეალურად საქმე გვქონდა ძალიან მდარე ხარისხის კამპანიასთან, საქართველოს წინააღმდეგ" - თორნიკე ჭეიშვილი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია 2024 წლის საპროტესტო აქციებში ქიმიური ნივთიერება "კამიტის" გამოყენებაზე.

ჭეიშვილის შეფასებით, საკითხი იაფფასიანი პროვოკაციაა, რომელზეც სერიოზული მსჯელობა არ ღირს.

"რაც შეეხება აღნიშნულ თემას, ძალიან რთულია ამ თემაზე სერიოზულად ვიმსჯელოთ. იმის გათვალისწინებით, რომ იმდენად უსუსური იყო ეს ე.წ. ბრალდება, შეთითხნილი ამბავი, სადაც, რა თქმა უნდა, იკვეთება უცხოური სპეცსამსახურების კვალი და დაინტერესება. მართლაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რეალურად საქმე გვქონდა ძალიან მდარე ხარისხის კამპანიასთან, საქართველოს წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, თურმე გამოყენებული ყოფილა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ქიმიური იარაღი 2024 წელს, ამის შესახებ ერთი წლის თავზე ახსენდებათ შესაბამის "დაზარალებულ პირებს," ამის პარალელურად, საკუთრივ 2024 წლის შესაბამის დღეებში, ფაქტობრივად არავის არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისადმი. ეს იმდენად იაფფასიანი პროვოკაციაა, ამაზე არც კი ღირს ძალიან დიდხანს შევჩერდეთ," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

დღის ამბები