15 აგვისტო 2026,   06:04
ვრცლად
მიწის სისტემური რეგისტრაცია - სახელმწიფო, პოტენციურ მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად დამატებით, ერთწლიან პერიოდს აძლევს

მილიონ ნახევრამდე ახალი მესაკუთრე და ორ მილიონზე მეტი უფასოდ აზომილი მიწის ნაკვეთი - ეს სამ წლიანი მასშტაბური რეფორმის შედეგია.

"მიწის სისტემური რეგისტრაციის" პროცესი სრულდება, თუმცა ახალი შესაძლებლობები ჩნდება მათთვის, ვისაც ამ რეფორმით ჯერ კიდევ არ უსარგებლია. სახელმწიფო პოტენციურ მესაკუთრეებს დამატებით, ერთწლიან პერიოდს აძლევს რომ მიწის ნაკვეთი თავად დაირეგისტრირონ.

91 მომხრე ნული წინააღმდეგი - კანონპროექტი პარლამენტში მესამე მოსმენით დაამტკიცეს. მოქალაქეებისთვის კერძო საკუთრების უფლების მხარდაჭერა - უმრავლესობის წევრები ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ.

საკადასტრო მონაცემების ხარისხის კონტროლი, ერთიანი სტანდარტების დაცვა, უზუსტობების მინიმუმამდე დაყვანა - ეს ახალი ინსტიტუტის - "სახელმწიფო ამგეგმავის" ფუნქცია იქნება.

უკვე გადამზადდა 750-ზე მეტი პირი. ახლად შექმნილი პროფესია კერძო ამგეგმავების საქმიანობას არ ჩაანაცვლებს. საამზომველო სამუშაოების შედეგად, ქვეყნის საკადასტრო დაფარვა 95%-ს აღემატება. სისტემური რეგისტრაციის პერიოდში შესული განცხადებების წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს. ნაწილის განხილვა მომავალ წელს, სისტემური რეფორმის ფარგლებში დასრულდება, რაც ნიშნავს რომ 31 დეკემბრამდე გამოგზავნილი განცხადებების ავტორები მიწას უსასყიდლოდ დაიმტკიცებენ. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2022 წლიდან ხორციელდება. სამუშაოებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 59 მუნიციპალიტეტში აწარმოებს.

დღის ამბები