15 აგვისტო 2026,   01:41
ვრცლად
"მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს" - მარტა კოსი

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა მარტა კოსის განცხადება. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თქმით, ის იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ევროპულ გეზს. კოსმა განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა.

"ჩვენ ველოდებით, რომ თუ ქვეყანას სურს წინ წაწევა ევროპულ გზაზე, მაშინ ისინი განსხვავებულად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას და, ცხადია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოზე საუბრისას მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს. თუმცა ეს მათ ხელშია," - განაცხადა ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.

"ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბრიუსელი რიტორიკას არ ცვლის და გრძელდება საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რაც თავად ევროკავშირის უარგუმენტო გადაწყვეტილება იყო.

 

დღის ამბები