15 აგვისტო 2026,   01:41
ვრცლად
ვინ იბრძოლებს "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მეორე ტურში და როგორ გადანაწილდა ხმები?

არჩევნები "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში" - ხმების დათვლა დასრულებულია, ინიშნება მეორე ტური, სადაც, ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად, ორი კანდიდატი - ირაკლი ყანდაშვილი (1 283 ხმა) და ირაკლი ჩომახაშვილი (1 109 ხმა) იბრძოლებენ.

არჩევნების პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდა, შედეგები კი, საჯაროდ, ხელითაც გადაითვალეს. კენჭისყრაში სულ 2 750 ადვოკატი მონაწილეობდა. თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად, ექვსი კანდიდატი იბრძოდა.

საარჩევნო პროცესს კანდიდატების 24 და არასამთავრობო ორგანიზაციის 22 წარმომადგენელი აკვირდებოდა.

დღის ამბები