"ტრისტან სიხარულიძე - გურული სიმღერის დიდოსტატი" - ეროვნულ სასახლეში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემას თან აუდიო ნიმუშები ერთვის, სადაც სიმღერის ყველა ხმას ტრისტან სიხარულიძე ასრულებს.
პრეზენტაციის ფარგლებში, ტრისტან სიხარულიძეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება გადაეცა.