სტრასბურგში მყოფი საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. პაატა სალია დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს, მატიას გიომარის ხვდება.
ქართველი მინისტრი უკვე შეხვდა მის მონაკოელ კოლეგასა და იუსტიციის საკითხებში სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
პაატა სალიამ ევროპელ მაღალჩინოსნებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები და პრიორიტეტები გააცნო და გამოიხატა მზადყოფნა ერთობლივი ინიციატივების დანერგვის მიმართულებით.
"ორმხრივი შეხვედრები გავმართეთ სლოვაკეთის იუსტიციის სახელმწიფო მდივანთან და მონაკოს იუსტიციის მინისტრთან. აღნიშნულ შეხვედრებზე ერთმანეთს გავუზიარეთ ინფორმაცია ჩვენი სამინისტროების შესახებ, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს თანამედროვე მსოფლიოში და დავსახეთ ურთიერთთანამშრომლობის გზები. მე ჩვენი კოლეგები მოვიპატიჟე 2026 წლის ივნისის გაეროს ფორუმზე, რომელიც გაიმართება საქართველოში," - აცხადებს პაატა სალია.