გივი მიქანაძემ ჭიათურის მეშვიდე საჯარო სკოლა გახსნა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 500 მოსწავლეზე გათვლილ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ინფრასტრუქტურული პროექტი მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 9 მილიონამდეა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულია ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ ჩვენს ძვირფას პედაგოგებს და შესანიშნავ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სწავლების პროცესის ყველაზე მაღალ სტანდარტის გარემოში განხორციელების შესაძლებლობა. დღევანდელი დღე ნიშანდობლივია, რამე თუ ერთ-ერთი გამოხმაურება და პასუხია იმ გამოწვევისა, რაც ინფრასტრუქტურულ განახლებას ეხება.
როდესაც ჩვენ ჭიათურის მე-7 სკოლა გავხსენით სრულიად ახლად რეაბილიტირებული, რომელიც 500-მდე მოსწავლეზეა გათვლილი, დაახლოებით წელიწად ნახევარი დასჭირდა ამ სკოლის სრულ რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოხდა ამ პროექტის განხორციელება", - აცხადებს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე.