ბათუმის მასშტაბით უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი გრძელდება
10-12-2025 12:34
ბათუმის მასშტაბით უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი გრძელდება.
ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, სანაპირო ზოლზე, უნებართვოდ განთავსებული კაფე-ბარებისა და სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა. პროცესი ეტაპობრივად ქალაქის ყველა ადგილს მოიცავს.