ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.
"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს 11:30-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, კრისტიან სტივენსის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში", - ნათქვამია ინფორმაციაში.