უამინდობის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა კიდევ ერთ მონაკვეთზე ამოქმედდა.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ლიპყინული და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.