სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "ბრომობენზილ ციანიდი", იგივე ,"კამიტი’" შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.
"ბრომობენზილ ციანიდი", იგივე "კამიტი’" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია,"- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ და გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება "კამიტს".