ვენაში ეუთოს მინისტერიალი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მაკა ბოჭორიშვილი დღეს შეხვდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მალტის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრებზე განიხილეს ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების საკითხები.
"ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე. ერთი რამ, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ყველა ხაზს უსვამს დიალოგის მნიშვნელობას. ჩვენ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების, ეს მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცებისთვის.
მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, ესეც კარგი შესაძლებლობა იყო, რომ გვესუაბრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საქართველოს როლზე,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.