19 ივნისი 2026,   01:43
ვრცლად
ლოურენს უილკერსონი: ვყიდულობდით კომუნიკაციის საშუალებებს. თავს ვახვევდით არასამთავრობო ორგანიზაციებს. ხშირად CIA იყო ჩანერგილი. ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად ვიყენებდით. ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და წარმატებულები ვიყავით

"ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, გაზეთებს, სატელევიზიო სადგურებს, ზოგადად, კომუნიკაციის საშუალებებს. მათ თავს ვახვევდით არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ არ იცოდნენ... ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად ვიყენებდით. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ. და ძალიან წარმატებულები ვიყავით", - ეს განცხადებები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა.

"ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აგროვებდა ხალხს, ახდენდა რეკრუტირებას და ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ სჭირდებოდათ მათ ყველას დახმარება უკრაინაში. ისინი ე.წ. ბანდერას ჯგუფს, "აზოვის ბატალიონს" და მათნაირებს უკრაინაში ყველაზე გულად, მტკიცე მებრძოლებად მიიჩნევდნენ.

იმ დროს ვფიქრობდი, რა ჯანდაბას ვაკეთებთ და რატომ? შემდეგ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი დავტოვე, თვალს ვადევნებდი მოვლენებს უკრაინაში და მივხვდი, რომ 2014 წლამდე ჩვენ იმავეს ვაკეთებდით, ოღონდ გაცილებით დიდი ძალით. მივხვდი, რომ იქ "მოსადიც" იყო, მათ ერთობლივად ჰქონდათ უკრაინის განვითარების გეგმა - ის უნდა გამხდარიყო არა მხოლოდ ნატოს წევრი, არამედ ნატოს ძლიერი ძალა. ამავე დროს, მისი რესურსები უნდა გაეძარცვათ და მიეთვისებინათ, რაც ყოველთვის იმპერიის სურვილია.

სინამდვილეში, ეს ყველაფერი დაახლოებით ერთდროულად ხდებოდა. ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, გაზეთებს, სატელევიზიო სადგურებს, ზოგადად, კომუნიკაციის საშუალებებს. მათ თავს ვახვევდით არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ არ იცოდნენ.

ხშირად მათში CIA იყო ჩანერგილი და ჩვენ მათ ვასწავლიდით. ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად ვიყენებდით. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ. და ძალიან წარმატებულები ვიყავით.

მახსოვს, ზოგიერთი მეკითხებოდა, რატომ ფიქრობ, რომ ამ ხალხმა მოულოდნელად უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და ნატოს წევრობა მოინდომა? გინდათ იცოდეთ რატომ? ჩვენ ავაშენეთ და დავაფინანსეთ მათი მთავრობები, ისევე როგორც ჰენრი კისინჯერმა და რიჩარდ ნიქსონმა გადაიხადეს პროფკავშირების ხელმძღვანელებისთვის, გაზეთების რედაქტორებისთვის, ბიზნეს ლიდერებისთვის ჩილეში, რომ სანტიაგოს თავი დაეღწიათ.

ეს იყო ადრე გამოყენებული მოდელი. ჩვენ ის ევროპისთვის გავაფართოვეთ. CIA-ს ძალები გავგზავნეთ, ოღონდ არა როგორც დაზვერვის გუნდები ადგილზე. 

ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციები ლიბერალურ დემოკრატიას იყენებდნენ იარაღად, რათა ხალხი დაერწმუნებინათ: პირველი, არავითარი რუსები! და მეორე, საუკეთესო დაცვა არის ლიბერალური დემოკრატია. და თუ ეს ლიბერალური დემოკრატიაა, თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, ეს და ეს. და უპირველეს ყოვლისა, ნატოში უნდა შეხვიდეთ", - აცხადებს უილკერსონი.

 

დღის ამბები